|
|
სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი
სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2(3-საჭიროების შემთხვევაში) მოადგილისა და ფაკულტეტების მიხედვით დელეგატებისგან, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ. აგრეთვე სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმართველობის დელეგატებს.
სპორტის დეპარტამენტი აწყობს შეჯიბრებებს, ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, თანამშრომლობს კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტთან, აგრეთვე ცალკეულ სპორტის სახეობათა ფედერაციებთან და ახორციელებს კანონით ნებადართულ სხვა ღონისძიებებს.
II მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი 2008 წლის მაისის არჩევნების შემდეგ დააკომპლექტა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი შამათავამ. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ მის მიერ დანიშნული იქნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტი უჩა ჯღამაძე, ხოლო მან თავის მხრივ მის მაოდგილეებად დანიშნა სოციალურ და პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი კონსტანტინე ნახუცრიშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ახლოური. 2009 წლის შემოდგომის სემესტრში კონსტანტინე ნახუცრიშვილი გადაყვანილი იქნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარედ, ბექა ახლოური კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარედ, მათი გამოთავისუფლებული ადგილები კი დაიკავეს იურიდიული ფაკულტეტის თავმჯდომარის მოადგილემ : ლაშა მონიავა და სოციალურ და პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარემ :გიორგი ჭანტურიამ.
უჩა ჯღამაძე: დაიბადა ქ.თბილისში 1990 წლის 19 მარტს. 2007 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე : ძირითადი პროფესია - ამერიკათმცოდნეობა. 2008 წლის 8 მაისს მონაწილეობა მიიღო სტუდნტური თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მიერ დანიშნული იქნა სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.
|
|
|
|