სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი
სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2(3-საჭიროების შემთხვევაში) მოადგილისა და ფაკულტეტების მიხედვით დელეგატებისგან, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ. აგრეთვე სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმართველობის დელეგატებს.

განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გეგმავს და აწყობს დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუარლურ თამაშებს, კონფერენციებს და სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერეო ღონისძიებებს.


სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარამენტი 2008 წლის მაისი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დააკომპლექტა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი შამათავამ, რომლის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2008 წლის შემოდგომის სემესტრში დანიშნული იქნა დიმიტრი ნადირაძე, ხოლო მის მიერ მოადგილეებად დანიშნული იყვნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თეონა ლავრელაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ოქროპირ ჯიქური. 2009 წლის გაზაფხულის სემესტრში აღნიშნული პოსტი დატოვა დიმიტრი ნადირაძემ და იგი თვითმმართველობის პრეზიდენტის მიერ ჩანცვლდა ერთ-ერთი მოადგილით, თეონა ლავრელაშვილის კანდიდატურით. ხოლო მის მიერ გამოთავისუფლებული განათლების დეპარტამენტის მოადგილის პოსტი დაიკავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ქეთევან ღუდუშაურმა.

თეონა ლავრელაშვილი :
დაიბადა ქ. თბილისში 1989 წლის 28 ნოემბერს. 1996-2002 წლებში სწავლობდა თბილისის 191-ე საშუალო სკოლაში. 2002-2007 წლებში კი -ქართულ-ინგლისურ-ესპანურ სკოლა-ლიცეუმ "აია-GESS" -ში. 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე : ძირითადი სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები. 2008 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში,გაიმარჯვა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მიერ 2009 წლის გაზაფხულის სემესტრში დაინიშნა სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარედ.
My status