თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წესდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ
სტუდენტური თვითმმართველობა შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით არჩეული 110 დელეგატისაგან.


სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი არის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს აღმასრულებელ პალატას, უძღვება საერთო კრების სხდომებს და წარმოადგენს სტუდენტურ თვითმმართველობას მესამე პირებთან ურთიერთობებში. 2008 წლის 8 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეული იქნა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შამათავა.


სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი
სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2(3-საჭიროების შემთხვევაში) მოადგილისა და ფაკულტეტების მიხედვით დელეგატებისგან, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ. აგრეთვე სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმართველობის დელეგატებს.

კულტურის დეპარტამენტი გეგმავს და აწყობს თეატრალურ, კულტურულ, შემოქმედებით და კანონით ნებადართულ სხვა ღონისძიებებს. აგრეთვე შეხვედრებს სტუდენტური საზოგადოებისთვის სასურველ პიროვნებებთან.


სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი
სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2(3-საჭიროების შემთხვევაში) მოადგილისა და ფაკულტეტების მიხედვით დელეგატებისგან, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ. აგრეთვე სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმართველობის დელეგატებს.

სპორტის დეპარტამენტი აწყობს შეჯიბრებებს, ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, თანამშრომლობს კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტთან, აგრეთვე ცალკეულ სპორტის სახეობათა ფედერაციებთან და ახორციელებს კანონით ნებადართულ სხვა ღონისძიებებს.


სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი
სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2(3-საჭიროების შემთხვევაში) მოადგილისა და ფაკულტეტების მიხედვით დელეგატებისგან, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ. აგრეთვე სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმართველობის დელეგატებს.

განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გეგმავს და აწყობს დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუარლურ თამაშებს, კონფერენციებს და სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერეო ღონისძიებებს.

<< Previous 1 2 3 Next >>

My status