ხელნაწერების გამოფენა
16 აპრილს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შუა საუკუნეების ადამიანების „უფლებებსა და თავისუფლებებზე“.

სახალო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში ადამიანის უფლებების დაცულობაზე ესაუბრება და პარალელები გაავლო შუა საუკუნეებში არსებულ სამართლებრივ სისტემასთან.

შეხვედრაზე გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და გიორგი სააკაძისა და ერთ-ერთი დიდებულის სასამართლო დავა განიხილეს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასევე გამოიფინა ხელნაწერები, რომელიც შუა საუკუნეების სასამართლო განხილვებს ეხებოდა.
My status