26-27 დეკემბერს ივანე ჯანახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განთლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
2009 წლის 17 დეკემბერს ICCN-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა "ცოცხალი" წიგნების აქცია.
დემოკრატია და სოციალური პრობლემატიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტუსრი თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი არ არღვევს ტრადიციას და აგრძელებს მრგვალი მაგიდების ციკლს უნივერსიტეტში.
ლიტერატურული კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე
21 დეკემბერს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა იწყებს ლიტერატურულ კონკურსს: “იისფერი თოვლი ანუ თოვლზე დაღვრილი მელანი” გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ შექმნილი მოთხრობა, ნოველა, ჩანახატი ან მინიატურა შემდეგ თემებზე: 1. შობას დაწყებული...; 2. ქალაქი თოვლში; 3. სარკმელი, ფიფიქი და ოცნება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კვირას, 20 დეკემბერს, 11:30 საათზე, პატრიარქის აღსაყდრების 32 წლისთავთან დაკავშირებით აწყობს მსვლელობას მეტეხის ხიდიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
არტ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება სამშაბათს, 22 დეკემბერს, VI კორპუსის დარბაზში (III სართული)
დაჯილდოების შემდეგ მოეწყობა მუსიკალური საღამო, რომელსაც დააგვირგვინებენ ტამტამისტები,მათ შორის არიან ის ტამტამისტებიც, რომლებმაც VIII კორპუსში ჩატარებულ "ტამტამ შოუში" მიიღეს მონაწილეობა
“საქართველოს გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი დღე”
2009 წლის 27 ნოემბერს, 17 საათზე, თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაიმართა "მრგვალი მაგიდების" ციკლის პირველი შეხვედრა სადისკუსი თემაზე "საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი მდგომარეობა".
უფასო სტუდენტური ექსკურსიები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე III-IV კურსელთათვის
2009 წლის შემოდგომის სემესტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა ექსკურსია III-IV კურსელთათვის. ექსკურსიაზე წასვლის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეს ფაკულტეტის თვითმმართველობაში. ექსკურსია გაიმართა ბოლნისი-დმანისის მიმართულებით 21 ნოემბერს.
უფასო სტუდენტური ექსკურსიები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე II კურსელთათვის
2009 წლის შემოდგომის სემესტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გაიმართა ექსკურსია მეორე კურსელთათვის. ექსკურსიაზე წასვლის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეს სტუდენტურ თვითმმართველობაში. ექსკურსია გაიმართა ბოდბე სიღნაღის მიმართულებით 14-15 ნოემბერს.
უფასო სტუდენტური ექსკურსიები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე
2009 წლის შემოდგომის სემესტრში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა ექსკურსია პირველკურსელთათვის. ექსკურსიაზე წასვლის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეს ფაკულტეტის თვითმმართველობაში. ექსკურსია გაიმართა ბოდბე სიღნაღის მიმართულებით 7-8 ნოემბერს.