ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 24 და 25 ოქტომბერს მოეწყო ექსკურსიები სიღნაღსა და ბოდბეში პირველ კურსელთათვის.
დისკუსია თემაზე "ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები"
სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს 17:00 საათზე რუმინეთის აუდიტორიაში (II კორპუსი, მარცხენა ფლიგელი, მე-3 სართული) გაიმართება საინტერესო შეხვედრა და დისკუსია თემაზე “ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები”.
დისკუსია თემაზე "ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები"
სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს 17:00 საათზე რუმინეთის აუდიტორიაში (II კორპუსი, მარცხენა ფლიგელი, მე-3 სართული) გაიმართება საინტერესო შეხვედრა და დისკუსია თემაზე “ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები”.
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სემესტრულად (შემოდგომის სემესტრის დასაწყისში და გაზაფხულის სემესტრის დასასრულს) ხორციელდება სტუდენტთათვის უფასო სტუდენტური ექსკურსიები. ჩვენი ორგანიზებული ექსკურსიები გამოირჩევა სტუდენტთა მაღალი აქტივობით, თითოეულ ექსკურსიაზე მინიმუმ 150 სტუდენტი მიდის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნავი ძეგლების სანახავად და თავის მეგობრებთან ერთად თბილისის გარეთ სასიამოვნო დროის გასატარებლად.
პირველ კურსელთა საყურადღებოდ დაიწყო ექსკურსიები სიღნაღი ბოდბეს მიმართულებით ფაკულტეტების მიხედვით. რეგისტრაციისთვის მიმართეთ საფაკულტეტო თვითმმართველობებს ყოველ დღე 12:00-დან 17:00-საათამდე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი მართავს ტურნირს ლაზერლენდში. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს...
ფილმის შესახებ : დასახელება : თარჯიმანი ორიგინალური დასახელება : The Interpreter გამოშვების წელი : 2005 ფილმის აღწერა : გაეროს თანამშრომელი შემთხვევით ხდება შეთქმულების მოწმე. ამ შეთქმულებაში ლაპარაკი მიდის მზადებაზე გავლენიანი სახელმწიფო ლიდერის მკვლელობაზე.
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, პარასკევს, 16 ოქტომბერს, 17:00-საათზე, II კორპუსში, მარჯვენა ფლიგელში, II სართულზე, ქიმიის დიდ აუდიტორიაში, უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუმრად ეწვევა უდიდესი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი. დასწრება სტუდენტთათვის თავისუფლია.
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, პარასკევს, 16 ოქტომბერს, 17:00-საათზე, II კორპუსში, მარჯვენა ფლიგელში, II სართულზე, ქიმიის დიდ აუდიტორიაში, უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუმრად ეწვია უდიდესი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი. დასწრება სტუდენტთათვის იყო თავისუფლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ სტუდენტებს მცდელობა, რომ უნივერსიტეტს სტუმრად წვეოდა გურამ დოჩანაშვილი, მაგრამ მხოლოდ 16 ოქტომბერს მოხერხდება მისი მოწვევა სტუდენტებთან შეხვედრის მიზნით.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზენტაცია იურიდიული ფაკულტეტის I კურსელთათვის
13 ოქტომბერს გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელთათვის სტდენტური თვითმმართველობის პრეზენტაცია. მსგავსი ხასიათის შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასა და პირველ კურსელებს შორის სწავლის დაწყების დღეს 28 სექმტემბერს უკვე განხორციელდა, მაგრამ წინა შეხვედრაზე არ მომხდარა თვითმმართველობის წარდგენა და სრული პრეზენტაცია.