ხელნაწერების გამოფენა
16 აპრილს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შუა საუკუნეების ადამიანების „უფლებებსა და თავისუფლებებზე“.

შეხვედრა პოეტების საზოგადოება "ვარდისფერი ავტობუსის" პოეტებთან
2010 წლის 25 მარტს, 17:00-საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, რუმინეთის აუდიტორიაში ჩატარდა შეხვედრა პოეტების საზოგადოება "ვარდისფერი ავტობუსის" პოეტებთან. შეხვედრაზე შეიმჩნეოდა სტუდენტების დიდი აქტივობა. პოეტებმა სტუდენტებს წაუკითხეს სხვადასხვა ლექსები. ღონისძიებამ ჩაიარა კითხვა პასუხის რეჟიმში.

შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან და ნიკა წულუკიძესთან
2010 წლის 25 მარტს, 13:00-საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IX (ბიოლოგების) კორპუსში გაიმართა შეხვედრა საზოგადოდ ცნობილ პიროვნებებთან, მწერალ ლაშა ბუღაძესთან და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან. ღონისძიებამ ჩაიარა კითხვა პასუხის რეჟიმში. შეხვედრა გამოირჩეოდა სტუდენტებში დიდი დაინტერესებით.

სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში

სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2010 წლის 23 მარტს,18:00-საათზე, სამეფო უბნის თეატრში, გაიმართა სემესტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - სპექტაკლი "ცოლი ხუთი წუთით". აღნიშნული სპექტაკლი ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და მიზნად ისახავდა სტუდენტებს ერთობლივად გაეწიათ დახმარება შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტის, მაიკო გველესიანისთვის, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა სტუდენტებში და ჩაიარა სრული ანშლაგით.

შეხვედრა ზაზა კოლელიშვილთან და გოგა პიპინაშვილთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, 23 მარტს, 13:00-საათზე, II-კორპუსში გაეროს აუდიტორიაში ჩატარდა შეხვედრა ყველასთვის საყვარელ მსახიობებთან ზაზა კოლელიშვილთან და გოგა პიპინაშვილთან. შეხვედრას ჰქონდა კითხვა პასუხის რეჟიმი, ძირითადი სასაუბრე თემა კი მაინც იყო ზაზა კოლელიშვილის ახალი ფილმი "ომი და ქორწილი" და მსახიობების შემოქმედება. ასევე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აღნიშნული ფილმის ჩვენება, რომელმაც სტუდენტებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

იმიტირებული სასამართლო პროცესები იურიდიულ ფაკულტეტზე

განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ფარგლებში, ამავე დეპარტამენტის წევრის, ლევან გვრიტიშვილის ორგანიზატორობით, 2009 წლის ოქტომბერში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, სააპელაციო სასამართლოში, იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმარა.

შეხვედრა ცნობილ მსახიობ ნანული სარაჯიშვილთან
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა 24 მარტს მოაწყო შეხვედრა ცნობილ მსახიობ ნანული სარაჯიშვილთან. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ყველასთვის სასურველი რესპოდენტი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იყო. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის 207 აუდიტორიაში 13:00 საათზე.

შეხვედრა ღამის შოუს მსახიობებთან
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი 1 აპრილს აწყობს შეხვედრას ღამის შოუს მსახიობებთან. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ჩატარდა გამოკითხვა,რომლის მიხედვითაც სასურველი სტუმრები ღამის შოუს მსახიობები აღმოჩნდნენ. შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის X(მაღლივი) კორპუსის 208-ე აუდიტორიაში 13:00-საათზე.დასწრება თავისუფალია.

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Next >>

My status