|
|
27 დეკემბერი : წინა საახალწლო წვეულება კლუბ "ტრიუმფში"
 27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სემესტრის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება-წინა საახალწლო წვეულება კლუბ "ტრიუმფში". ღონისძიების მოლოდინი უკვე დიდი ხანია არის სტუდენტებში, რადგან ერთგვარ ტრადიციად იქცა წინა საახალწლო წვეულების გაკეთება სტუდენტთათვის. ამჯერად ცოტათი ტრადიციის ცვლილება მოხდა, რადგან "NightOffice"-ის ნაცვლად წვეულება გაიმართება კლუბ "ტრიუმფში" (წერეთლის #10). აღნიშნული ღონისძიება არის ყველაზე მასშტაბური და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი. ღონისძიების ხარისხიდან გამომდინარე გადაწყდა ამჯერადაც პრიორიტეტი თეთრ ფერზე გაკეთებულიყო. რაც შეეხებათ მონაწილეებს, უცვლელად ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ჯგუფი "მგზავრები" 10:00-საათიდან იზრუნებენ სტუდენტების განწყობაზე, ხოლო 11:00-დან დაიწყება party-რომელზეც დაუკრავენ ყველასთვის ცნობილი, ელექტრონავტი 2009-ის გამარჯვებული DJ-ები : GreenBeam & leon, ხოლო მათ შემდეგ შეცვლის მეორე - DJ First Face. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა წვეულებებიდან განსხვავებით წლევანდელ წვეულებაზე განსაკუთრებით შემოწმდება ყველა ვიზიტორი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, ასევე ისინი, ვინც არ დაიცავენ მთავარ წესს და მათი მაისურის ფერი იქნება თეთრისგან განსხვავებული არ იქნებიან დაშვებული წვეულებაზე. წვეულებაზე მოსულ სტუდენტებს ელოდებათ საკმაოდ ბევრი სიურპრიზი, განსხვავებული პროგრამა და საინტერესო სანახაობა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობებს ფაკულტეტების მიხედვით.
|
|
|
|