|
|
"ორშაბათს გოგონა გავიცანი..."
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე მეორედ ხორციელდება პოეზიის საღამო მურმან ჯინორიასთან ერთად, ამჯერად განსხვავებული სახელწოდებით "ორშაბათს გოგონა გავიცანი...". ალბათ გარდა პირველკურსელებისა ყველას კარგად ახსოვს თუ რამდენად დიდი იყო სტუდენტების დაინტერესება წინა სემესტრში, როდესაც უნივერსიტეტს პირველად ეწვია მურმან ჯინორია. ამჯერად პოეზიის საღამო დაგეგმილია 10 დეკემბერს, VIII კორპუსის სააქტო დარბაზში, 16:00სთ-ზე. პოეზიის საღამო ჯინორიასთან ერთად, როგორც წინაზე ამჯერადაც ატარებს საქველმოქმედო ხასიათს, შემოსული თანხა კი გადაირიცხება სენაკის რაიონის სოფელ სორტაში მშენებარე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მშენებლობის ფონდში. დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთებისთვის მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობებს ფაკულტეტების მიხედვით
|
|
|
|