|
|
"მედიის თავისუფლება საქართველოში"
 "მრგვალი მაგიდების" სერია სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება. "მრგვალი მაგიდები“, ტრადიციისამებრ, აქტუალურ თემებს გთავაზობთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ მთავარ თემას "მედიის თავისუფლება საქართველოში“. 2009 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია "მრგვალი მაგიდების“ ციკლიდან სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემაზე. მოწვეულ იქნებიან ცნობილი ჟურნალისტები ( ტელევიზიიდან, რადიოდან და პრესიდან ) და ექსპერტები. გთხოვთ, მობრძანდეთ მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება უშუალოდ თემის ირგვლივ. შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-2 კორპუსი, 135-ე აუდიტორია. დრო: 16:00 საათი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 877 75-10-75 ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsutvitmmartveloba.ganatleba@gmail.com
|
|
|
|