|
|
თსუ ბიზნეს ოლიმპიადა 2009
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებით, პირველად ფაკულტეტის არსებობის მანძილზე, ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბების სტუდენტური პროექტი - თსუ ბიზნეს ოლიმპიადა 2009
ტურნირი მინი-ფეხბურთში
 სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველ სემესტრულად იმართება ტურნირი მინიფეხბურთში. ამასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო რეგისტრაცია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მონაწილეობის სურვილი შეუძლია მიმართოს სტუდენტურ თვითმმართველობას ფაკუტლეტების მიხედვით, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. ასე, რომ იჩქარეთ!!!
გამოფენა II კორპუსში
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით 2009 წლის 5 ნოემბერს იხსნება გამოფენა თსუ-ს II კორპუსში, რომლის ხანგრძლივობაც იქნება 2 კვირა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის ნათია მაღლაკელიძის ნახატები. სულ გამოიფინება 50-მდე ნახატი, რომლის დათვალიერებაც შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
DeltaClub-ში ტურნირი იწყება!
 2009 წლის 4,5 და 6 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება ტურნირი DeltaClub-ში. საერთო ჯამში დარეგისტრირდა და მონაწილეობას იღებს 40 გუნდი. თითო გუნდში არის 4 მოთამაშე. თამაშები გაიმართება სამივე დღის განმავლობაში 15:00-დან 20:00-მდე. მისამართი პეკინის #14. სტუდენტური თვითმმართველობა უსურვებს წარმატებას თითოეულ მოთამაშეს და გპირდებათ, რომ მსგავსი სახის შეჯიბრები ხშირად განხოცრიელდება.
შეხვედრა ოტია იოსელიანთან
 თსუ სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, 15:00-საათზე, თსუ-ს მაღლივ (X) კორპუსში სტუდენტებთან შეხვედრის მიზნით უნივერსიტეტს ეწვევა ყველასთვის საყვარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი. შედარებით მაღალ კურსელებს ალბათ ახსოვთ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა 2009 წლის გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში II კორპუსში და გამოირჩეოდა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამსწრე სტუდენტებით.
დისკუსია თემაზე "ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები"
 სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს 17:00 საათზე რუმინეთის აუდიტორიაში (II კორპუსი, მარცხენა ფლიგელი, მე-3 სართული) გაიმართება საინტერესო შეხვედრა და დისკუსია თემაზე “ტალიავინის კომისიის დასკვნა-შედეგები”.
უფასო სტუდენტური ექსკურსიები დაიწყო!!!
 სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სემესტრულად (შემოდგომის სემესტრის დასაწყისში და გაზაფხულის სემესტრის დასასრულს) ხორციელდება სტუდენტთათვის უფასო სტუდენტური ექსკურსიები. ჩვენი ორგანიზებული ექსკურსიები გამოირჩევა სტუდენტთა მაღალი აქტივობით, თითოეულ ექსკურსიაზე მინიმუმ 150 სტუდენტი მიდის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნავი ძეგლების სანახავად და თავის მეგობრებთან ერთად თბილისის გარეთ სასიამოვნო დროის გასატარებლად.
ტურნირი ლაზერლენდში
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი მართავს ტურნირს ლაზერლენდში. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს...
გურამ დოჩანაშვილი სტუმრად თსუ-ში
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, პარასკევს, 16 ოქტომბერს, 17:00-საათზე, II კორპუსში, მარჯვენა ფლიგელში, II სართულზე, ქიმიის დიდ აუდიტორიაში, უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუმრად ეწვევა უდიდესი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი. დასწრება სტუდენტთათვის თავისუფლია.
სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ სტუდენტური თვითმმართველობა შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით არჩეული 110 დელეგატისაგან.
<< Previous 1 2 3 4 Next >>
|
|
|
|