Art კონკურსის პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 2009 წლის 7 დეკემბერს, ორშაბათს, II კორპუსში, გაეროს აუდიტორიაში, მოეწყობა პრეზენტაცია სტუდენტების ნამუშევრების, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, მიიღეს მონაწილეობა "Art კონკურსში" და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. ასევე დაპირებისამებრ, მოხდება სამი ყველაზე საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვება.


თსუ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (KBH) წარმატება
2009 წლის 27 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მერვედ ფინალი საქართველოს ჩემპიონატში მხიარულთა და საზრიანთა კლუბებს შორის. შეჯიბრში, გუნდის სახელწოდებით-თსუ, მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი უნივერსიტეტის ნაკრები.


"მედიის თავისუფლება საქართველოში"
"მრგვალი მაგიდების" სერია სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება. "მრგვალი მაგიდები“, ტრადიციისამებრ, აქტუალურ თემებს გთავაზობთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ მთავარ თემას "მედიის თავისუფლება საქართველოში“. 2009 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია "მრგვალი მაგიდების“ ციკლიდან სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემაზე.


დეფის პოეზიის საქველმოქმედო საღამო : In the name of love
2009 წლის 1 დეკემბერს, უნივერსიტეტის VIII კორპუსის სააქტო დარბაზში, 16:00 საათზე გაიმართება ერთი პოეტის, დეფი გოგიბედაშვილის, საქველმოქმედო პოეზიის საღამო. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს სტუდენტები დაეხმარებიან სტუდენტს, მაიკო გველესიანს, რომელსაც აქვს ძვლის სიმსივნე. ბილეთებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებმა უნდა მიმართონ საფაკულტეტო თვითმმართველობებს.


დარგე შენი ხე!
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ორშაბათს, 15 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის ბიბლიოთეკის წინ, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა მერიის ახალ პროექტში "დარგე შენი ხე!". პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II, ლოცვა კურთხევით.


საქველმოქმედო კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში
2009 წლის 14 ნოემბერს, 17:00-საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში (დ. აღმაშენებლის გამზირი #99/1). კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პროექტების : ჯეოსტარი, ვარსკვლავების აკადემია, ნუცას სკოლა, მომღერლები. ასევე რამოდენიმე კომპოზიცია შესრულდება საზოგადოდ ცნობილი ჯგუფების ნიკოლშოუსა და ფრანის მიერ.


უფასო სტუდენტური ექსკურსიები იურიდიულ ფაკულტეტზე
2009 წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა წინა სემესტრთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობის ექსკურსიები. ექსკურსიაზე წასვლის საშუალება მიეცათ ყველა კურსის სტუდენტებს განსხვავებით 2009 წლის გაზაფხულის სემესტრისა. ასევე, პირველი ექსკურსიები განხორციელდა იურიდიულ ფაკულტეტზე.


ტამტამ-შოუ VIII კორპუსში
2009 წლის 12 ნოემბერს, 16:00-საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, სააქტო დარბაზში (ბოლო სართული) გაიმართება უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ პირველად ორგანიზებული მუსიკალური კონკურსი - ტამტამ-შოუ. კონცერტის მსვლელობისას შესრულებული იქნება 20-მდე კომპოზიცია.


უფასო სტუდენტური ექსკურსიები
2009 წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა უამრავი ექსკურსია ყველა ფაკულტეტზე გარდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ფაკულტეტებისა. ასევე ექსკურსიაზე წასვლის საშუალება არ ჰქონიათ იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებს და სოციალურ და პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტებს. აღნიშნული ექსკურსიები გაიმართება 7-8 ნოემბერს. ექსკურსიებზე წასვლისთვის კი აუცილებელია ფაკულტეტების მიხედვით გაიაროთ რეგისტრაცია.


შეხვედრა ნიკო გომელაურთან
2009 წლის 6 ნოემბერს, პარასკევს, 16:00-საათზე, უნივერსიტეტის II კორპუსში, გაეროს აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა საზოგადოდ ცნობილ მსახიობ და პოეტ ნიკო გომელაურთან. შეხვედრაზე სტუმრის მხრიდან მოხდება მისივე ლექსების წაკითხვაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მოწვევამდე სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, სადაც ყველაზე ბევრი ხმა მიიღო ნიკო გომელაურმა. სწორედ სტუდენტთა საერთო არჩევანის საფუძველზე გადაწყდა მისი უნივერსიტეტში ვიზიტი. ნიკო გომელაური სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ერთხელ უკვე ეწვია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს, სადაც შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

<< Previous 1 2 3 4 Next >>

My status