|
|
ხელნაწერების გამოფენა
 16 აპრილს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შუა საუკუნეების ადამიანების „უფლებებსა და თავისუფლებებზე“.
შეხვედრა ღამის შოუს მსახიობებთან
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა 1 აპრილს მოაწყო შეხვედრა ღამის შოუს მსახიობებთან. .
შეხვედრა ცნობილ მსახიობ ნანული სარაჯიშვილთან
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა 24 მარტს მოაწყო შეხვედრა ცნობილ მსახიობ ნანული სარაჯიშვილთან. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ყველასთვის სასურველი რესპოდენტი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იყო. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის 207 აუდიტორიაში 13:00 საათზე.
კონფერენცია "საქართველო 21-ე საუკუნეში"
 2010 წლის 11 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით იმართება კონფრენცია თემაზე "საქართველო 21-ე საუკუნეში". კონფერენციაში გამარჯვებულ 15 მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები, ხოლო პირველი სამი ადგილის მფლობელს - ფასიანი საჩუქრები წიგნების სახით.
გილოცავთ შობა-ახალ წელს
 სტუდენტური თვითმმართველობა ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2010 წელი ყოფილიყოს თითოეული სტუდენტისთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი. სტუდენტური თვითმმართველობა თავის მხრივ გპირდებათ, რომ ახალი 2010 წელი წინა წლებთან შედარებით იქნება უფრო მეტად საინტერესო და სახალისო თქვენთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
რა? სად? როდის?
 26-27 დეკემბერს ივანე ჯანახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განთლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
27 დეკემბერი : წინა საახალწლო წვეულება კლუბ "ტრიუმფში"
 27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სემესტრის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება-წინა საახალწლო წვეულება კლუბ "ტრიუმფში". ღონისძიების მოლოდინი უკვე დიდი ხანია არის სტუდენტებში, რადგან ერთგვარ ტრადიციად იქცა წინა საახალწლო წვეულების გაკეთება სტუდენტთათვის. ამჯერად ცოტათი ტრადიციის ცვლილება მოხდა, რადგან "NightOffice"-ის ნაცვლად წვეულება გაიმართება კლუბ "ტრიუმფში" (წერეთლის #10). ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობებს ფაკულტეტების მიხედვით.
"ორშაბათს გოგონა გავიცანი..."
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე მეორედ ხორციელდება პოეზიის საღამო მურმან ჯინორიასთან ერთად, ამჯერად განსხვავებული სახელწოდებით "ორშაბათს გოგონა გავიცანი...". ალბათ გარდა პირველკურსელებისა ყველას კარგად ახსოვს თუ რამდენად დიდი იყო სტუდენტების დაინტერესება წინა სემესტრში, როდესაც უნივერსიტეტს პირველად ეწვია მურმან ჯინორია. ამჯერად პოეზიის საღამო დაგეგმილია 10 დეკემბერს, VIII კორპუსის სააქტო დარბაზში, 16:00სთ-ზე.
პოეზიის საქველმოქმედო საღამო რატი ამაღლობელთან და ლაშა გელაშვილთან ერთად
 სტუდენტური თვითმმართველობის კუტლრის დეპარტამენტის ორგანიზებით 2009 წლის 9 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, 17:30-სთ-ზე, გაიმართება პოეზიის საღამო რატი, სტუდენტებში საკმაოდ პოპულარულ პოეტებთან, რატი ამაღლობელთან და ლაშა გელაშვილთან ერთად.
Art კონკურსის პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება
 სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 2009 წლის 7 დეკემბერს, ორშაბათს, II კორპუსში, გაეროს აუდიტორიაში, მოეწყობა პრეზენტაცია სტუდენტების ნამუშევრების, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, მიიღეს მონაწილეობა "Art კონკურსში" და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. ასევე დაპირებისამებრ, მოხდება სამი ყველაზე საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვება.
<< Previous 1 2 3 4 Next >>
|
|
|
|